„ნაცმოძრაობის“ გეგმები
ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ელოდება, რომელიც 14 დეკემბერს უნდა გიმართოს. პარტიაში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, მსჯავრდებული ექს პრეზიდენტის ადვოკატის მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, აქციები დაიწყონ, თუმცა მოლოდი აქვთ, რომ მოსამართლე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინებს და სასჯელს გადაუვადებს. სასამართლოს პარალელურად და მის შემდეგ გამართული აქციები შესაძლოა მოსამართლის მიმართ ზეწოლად ჩაითვალოს. ამას მმართველ პარტიაში ფიქრობენ. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ პარტიის დამაარსებლის დახმარებას ნაციონალური მოძრაობა აქციებით ვერ შეძლებს, ამიტომ ჯობია ისინი ექსპერტების დასკვნებსა და მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდონ.
