სასკოლო ლიგის ფინალი და დაჯილდოვება
ჭადრაკის სასახლეში სასკოლო ლიგის ფინალი და დაჯილდოება გაიმართა. ჭადრაკის ტურნირი წელს სატესტო რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის კერძო და საჯარო სკოლებმა მიიღეს. ღონისძიება თბილისის მერიის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და სააფთიაქო ქსელის „პეესპეს’’ ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანიც მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
