მსჯავრდებულებისთვის ციფრული სწავლების პლატფორმა ამოქმედდა
დის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას გირაოს ითხოვდა, სახელმწიფო ბრალდება კი პატიმრობას . მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 26 ოქტომბერს მოხდა. ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, ძმამ, ნახევარ დას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება.
