ქრონიკა 17:00 საათზე - 29 ოქტომბერი, 2022 წელი
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში შემოდგომის ზეიმი გაიმართა. მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები გაცოცხლეს. ასევე გაიმართა კონცერტი სადაც ქართული ხალხური ნაწარმოებები შესრულდა. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 45 წლის იუბილეს მიეძღვნა.