Credit Suisse-ის აქციების ფასი ეცემა
კრედით სუსის აქციების ფასი ეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, შემოსავლების დაცემის გამო ანალიტიკოსები წუხილს გამოთქვამენ. კრედიტ სუსის"ეი ჯი ჯგუფის" ორმა ლიდერმა გარდაქმნის პროცესის დაწყება გადაწყვიტა პროცედურების მალე დასასრულებლად. როგორც გამოცემა წერს, აქციების მომავალი გაყიდვის შედეგად, მისი შემცირებისა და 2025 წლამდე მხოლოდ "ნომინალური" დივიდენდების პერსპექტივის ფონზე, ფასები 19 პროცენტით დაეცა, რაც რეკორდული ერთ დღიანი ვარდნაა. სტატიის თანახმად, ბანკს, აქციების შემცირების მასშტაბების მიხედვით, დრამატული ნაბიჯები ესაჭიროება. 4 მილიარდი დოლარის ოდენობით მესამე კვარტლის დარტყმამ უზრუნველყო, ის რომ კრედიტ სუისის ზარალი მიმდინარე წელს, მის მიერ გასული ათ წლეულის განმავლობაში მიღებულ მოგებას წაშლის. ფირმის საბაზრო ღირებულება ამ თვეში 10 მილიარდ დოლარზე დაბლა დაეცა.
