შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.
