ყირგიზეთის უარი სამხედრო წვრთნაზე
ყირგიზეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში სამხედრო სწავლების ჩატარებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სამხედრო წვრთნა, სახელწოდებით „ურღვევი ძმობა 2022“ ყირგიზეთის ტერიტორიაზე ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს.
