„თბილისობა 2022“
დღეს დედაქალაქი სახალხო დღესასწაულს, თბილისობა 2022-ს ზეიმობს. პანდემიის გამო ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, თბილისი ამ დღესასწაულს გრანდიოზულად დაუბრუნდა. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხა უბანში ყველა ასაკის მოქალაქისთვის არაერთი ღონისძიება დაიგეგმა. ორგანიზატორებმა წელსაც მთავარი აქცენტი ძველი თბილისის თემატიკაზე გააკეთეს. ერთ-ერთ ღონისძიებას, სადაც ქართულ კინომუსიკას სცენაზე გააცოცხლებენ, ჩვენი კორესპონდენტი თამარ შარიქაძე ესწრება და ახლა შთაბეჭდილებასაც გაგვიზიარებს. თამარ, ხომ ხარ სასიმღერო განწყობზე?
