ქრონიკა 20:00 საათზე - 1 ოქტომბერი, 2022 წელი
ბევრი გამოწვევის, პანდემიისა და საერთაშორისო კატაკლიზმების ფონზე, ქართულმა ეკონომიკამ სირთულეებთან გამკლავება შეძლო და როგორც ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ვიგებთ, ორნიშნა ეკონომიკური მატების ხარჯზე სახელმწიფოს ბიუჯეტის გაზრდაც მოახერხა. გაზრდილი ბიუჯეტი კი გაზრდილი შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის, ამ მხრივ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველა ასკობრივი კატეგორიის პენსიონერს პენსია 2023 წლის იანვრიდან მოემატება. მთავრობის გეგმის მიხედთვით ასევე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ პროგრამების დაფინანსების მატებაც. გიორგი აბაზაძე უფრო დეტალურად გაგვაცნობს, ვინ რა თანხას მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023 წლის იანვარში.