„ხალხის ძალის“ განცხადება
ხალხის ძალამ მორიგი წერილი გამოაქვეყნა და კელი დეგნანის გუშინდელ კომენტარს გამოეხმაურა. დეპუტატები აცხადებენ, რომ ამერიკის ელჩმა უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც მათ საელჩოსა და რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულ საქმიანობაზე კიდევ უფრო აფიქრებს.
