მერაბ დვალიშვილი ოქტაგონს უბრუნდება
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ერთ -წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება. ის ხვალ კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას ჩაატარებს. 31 წლის მებრძოლის მეტოქე ბრაზილიელი ჟოზე ალდოს იქნება, რომელიც უ-ეფ-სის ქამარის მფლობელია და მისი დამარცხების შემთხვევაში ქართველი საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება. ორივე სპორტსმენმა წონა უკვე ჩააბარა. მერაბს კარიერაში 11 ბრძოლა აქვს ჩარტარებული, 9 გამარჯვებით დაასრულა და აქედან ბოლო შვიდი ზედიზედ მოიგო. უშუალოდ ალდოსთან ბრძოლა 21 აგვისტოს, თბილისის დროით დილის 7 საათზე დაიწყება.
