უკანონო ბორდერიზაციის პროცესი - მშობელი ვიდეო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქონას და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ქრონიკას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ოკუპირებულ სოფ. ოქონას მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაცია წარმოადგენს 2021 წლის აპრილში დაწყებული უკანონო პროცესის გაგრძელებას. მათივე ცნობით, უკანონო ე.წ. ბოდერიზაციის აღნიშულ შემთხვევებზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს . უკანონო ბორდერიზაციის ყველა ფაქტი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.