„აკროპოლისის თასი“
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო. ილიას ზუროსის გუნდმა აკროპოლისის თასზე ბოლო შეხვედრა პოლონეთთან ჩაატარა და 76:87 დამარცხდა. ჩვენმა გუნდმა წინა ორი თამაშის მსგავსად პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, თუმცა, მეორე ნახევარში უპირატესობის შენარჩუბნება ვეღარ მოახერხა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 ქულა და 5 პასი დააგროვა. აკროპოლისის თასი ჩვენმა გუნდმა ბოლო ადგილზე დაასრულა. ევრობასკეტამდე საქართველოს ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს - მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში 24 აგვისტოს, თბილისში ნიდერლანდებთან და 27 აგვისტოს, ბრეშაში - იტალიასთან, ხოლო 1-7 სექტემბერს, თბილისში ევრობასკეტის მატჩები ჩატარდება.
