ანსამბლი „რუსთავი“ შვეიცარიაში
შვეიცარიის ქალაქ სიონში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ანსამბლი „ რუსთავი „ მსმენლის წინაშე წარდგა. ქალაქის საკათედრო ტაძარში გამართული კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა, რომელსაც შვეიცარიელების გარდა, ქართველი ემიგრანტები და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი დაესწრო. სოლდარობის ნიშნად შესრულდა უკრაინული სიმღერაც.
