ეროვნული თავდაცვის აკადემიის 103 წლის იუბილე
ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ 103 წლის იუბილე ახალგაზრდა ოფიცრების გამოშვებით აღნიშნა. ქვეყნის თავდაცვის ძალებს ახალი თაობის ოფიცერთა კორპუსის მორიგი ნაკადის შემატება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ახალგაზრდა ოფიცრების როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცა, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, დამატებით, ცეცხლსასროლი იარაღით და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
