მიხაილო პოდოლიაკი ისევ საქართველოს უტევს
ისევ ისმის ბრალდებები რუსეთთან კავშირზე, პარალელურად კი ისევ აღიარებენ, რომ მტკიცებულებები არ აქვთ. პოდოლიაკმა ისაუბრა ომზეც და აქვს კონკრეტული რჩევები. მისი მოწოდების მიხედვით, საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს, თუ თავისუფლებას. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ტრადიციულად ბიძინა ივანიშვილს ახსენებს და კვლავ სანქციების დაწესებას ითხოვს.
