რეკომენდაციების შესრულების გეგმა
ევროკომისიის რეკომენდაციის მეოთხე პუნქტის შესასრულებლად, ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. მომდევნო შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტული წინადადები უნდა წარმოადგინონ. ოპოზიცია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითხოვს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტულია და ამას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს. კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 145 ქვეყანას შორის 45ე ადგილს იკავებს.
