"ქართული ხალხური სიმღერები - გურია“
„ქართული ხალხური სიმღერები - გურია“ . ანსამბლმა ,,ბასიანმა", ამ სახელწოდების სანოტო კრებულის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უმასპინძლა. კრებულში შესულია სახელოვანი შემსრულებელისა და ლოტბარის, გურული სიმღერის დიდოსტატის ვლადიმერ ბერძენიშვილისა და მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს სანქტ-პეტერბურგში ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია - გურული სიმღერის 48 ნიმუში. სანოტო კრებული ანსამბლის 20 წლის იუბილეს ეძღვენება. ასევე, ბასიანი ახალი ალბომისთვის გურულ სიმღერებს ტრისტან სიხარულიძესთან და მერაბ კალენდაძესთან ერთად, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ჩაწერს.
