ქრონიკა 17:00 საათზე - 4 აგვისტო, 2022 წელი
ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციაზე, რომელიც დეოლიგარქიზაციას გულისხმობს, პარლამენტი აქტიურ მუშაობას განაგრძობს. დღეს 14 - ი წევრისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის, მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მმართველმა პარტიამ კოლეგებს, ე.წ - ლი უკრაინული მოდელი შესთავაზა. ევროკომისიის მეხუთე პუნქტის მიხედვით, დეოლიგარქიზაცია მიღწეული უნდა იყოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით.
