ცენტრალური პარკი იპოდრომის ტერიტორიაზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში განსახორციელებელ ცვლილებებს ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, ფრანგული და იაპონური ბაღების ნაცვლად, გამწვანებული სივრცეები მოეწყობა. რაც შეეხება, ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოებს, კალაძის განმარტებით, ტერიტორიის გადმოცემასთან ერთად, ეს ქალაქისთვის ბიძინა ივანიშვილის და ფონდ "ქართუს" საჩუქარია.
