მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში შვიდი წლის მოზარდის გარდაცვლების საქმეზე წინასწარი მოკვლევა დაიწყო
მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში შვიდი წლის მოზარდის გარდაცვლების საქმეზე წინასწარი მოკვლევა დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა კლინიკის სამედიცინო პერსონალი, მათ შორის ანესთეზიოლოგი. პარალელურად, საქმეზე მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ. შვიდი წლის ბავშვი, უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. მისთვის ოპერაცია საშარდე გზებზე უნდა ჩაეტარებიათ, თუმცა ანესთეზიის გაკეთებიდან მალევე, ბავშვი დაღუპა. ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს და მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვს
