"გირჩის" და "მოქალაქეების" მიმართვა
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, ახლა რომ ყველაზე მთავარი ამოცანაა, ამაზე ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება. ამისთვის კი აუცილებელი, რეკომენდაციების შესრულებაა, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად პოლიტიკოსების ხედვა განსხვავებულია. გირჩის და მოქალაქეების სახელით გავრცელებულ განცხადებაში, პარტიები მიზნის მიღწევისათვის აუცილებელ სამ პუნქტზე საუბრობენ, რომელიც მათი მოსაზრებით, დეპოლარიზაციას შეამცირებს. ორი პარტია ერთობლივ განცხადებაში ითხოვს, საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას, რაც საარჩევნო ბარიერის დაწევას გულისხმობს, ასევე, ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლას და ბიძინა ივანიშვილის უკან, პოლიტიკაში დაბრუნებას.
