დღეიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, უშვილო წყვილებისთვის თანამედროვე რეპროდუქციული სამედიცინო სერვისების ახალ პროგრამას განახორციელებს
დღეიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, უშვილო წყვილებისთვის თანამედროვე რეპროდუქციული სამედიცინო სერვისების ახალ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, წყვილებმა რომლებმაც წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და დააკმაყოფილეს კრიტერიუმები, სამინისტროსგან დაფინანსების ვაუჩერი მიიღეს. პროგრამა უზრუნველყოფს უშვილო წყვილებისათვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს უშვილო წყვილების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროგრამას საპილოტედ განახორციელებს.
