განათლების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას იწყებს
განათლების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას იწყებს. პროცესის უკეთ მომზადების მიზნით, მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ მახარაშვილის ხელმძღვანელობით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის აკრედიტაციის ექსპერტებისათვის ოთხ დღიანი ტრენინგი ჩატარდა. ექსპერტები განახლებულ სტანდარტებს, პროცედურებსა და შეფასების პრინციპებს გაეცნენ.
