საქართველოს საფეხბურთო კლუბებიდან უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ „საბურთალომ“ დაძლია
საქართველოს საფეხბურთო კლუბებიდან უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მხოლოდ „საბურთალომ“ დაძლია. ლაშა ნოზაძის მომზადებულმა გუნდმა გუშინ ტირანაში ალბანეთის „პარტიზანი“ 1-0 დაამარცხა. შეხვედრის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა 5-4 გაიმარჯვეს. სტუმართა შორის საუკეთესო მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი იყო, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია. გუშინ საქართველოს კიდევ ორმა კლუბმა ითამაშა და თბილისის „დინამო“ ორი შეხვედრის ჯამში ესტონეთის „პაიდესთან“, გორის „დილა“ კი ფინეთის „კუპსთან“ დამარცხდა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ მეტოქე რუმინეთის „სტიაუა“ იქნება.
