ქრონიკა 11:00 საათზე - 15 ივლისი, 2022 წელი
ევროკომისია მომავალი კვირისთვის გაზით მომარაგების ავარიული გეგმის წარსადგენად ემზადება. ცნობას გერმანული გამოცემა „ტაგეს შაუ“ ავრცელებს და აცხადებს, რომ დოკუმენტში, შემოდგომასა და ზამთარში გაზის უკმარისობის შემთხვევაში, რეაგირების გეგმა, მათ შორის საზოგადოებრივი და კომერციული შენობების გათბობის მაქსიმალური ტემპერატურაც იქნება მითითებული და ის, სავარაუდოდ, 19 გრადუსით განისაზღვრება. გამოცემა ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ დიდია ალბათობა რუსეთმა საერთოდ შეწყვიტოს გაზის მიწოდება.
