შაბათს სპორტული სამყაროს ყურადღება ქუთაისისკენ იქნება მიმართული
შაბათს სპორტული სამყაროს ყურადღება ქუთაისისკენ იქნება მიმართული, სადაც ბორჯღალოსნებს მორიგი ბრძოლა ელით პორტუგალიასთან. სწორედ თამაშის მოლოდინსა და ნაკრების მზადყოფნის შესახებ ისაუბრა გადაცემა „იმედი ლაივში“ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ. მისი თქმით, პორტუგალიასთან თამაში მარტივი არ იქნება, თუმცა ჩვენი გუნდის გამარჯვებას ელის.
