ავტორიზაციის ახალი სტანდარტები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების საჯარო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან 221-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პროექტი წარმოუდგინეს, რომელიც სკოლების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და სრულად ითვალისწინებს მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს.
