თბილისში, ჯგუფურად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულია ცხრა ადამიანი
თბილისში, ჯგუფურად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულია ცხრა ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩართული ქალები სასტუმროებში - "საბუდარასა" და "არგოში", ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩართული ქალების აკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
