როგორი იქნება 2017 წლის ყველაზე მოდური სელფი
ტაბლოიდი

კერი ვაშინგტონი
ბრიტანული Marie Claire დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს სელფის ყველაზე პოპულარული პოზა იქნება ავტოპორტრეტი სახეზე ოდნავ აფარებული, სახესთან მიახლოებული ხელით.
გამოცემის რედაქტორების თქმით, სელფიზე მოდა ცვალებადია. თუკი ადრე პოპულარული იყო ფოტოები გაკვირვებული გამომეტყველებით, შემდეგ მოდური გახდა წინ გამოწეული ტუჩები, ბოლოს ოდნავ ღია ბაგეები.
გამოცემა ფიქრობს, რომ ახალი ტენდენცია პრაქტიკულია, რადგან თითების ან ხელის მეშვეობით შეიძლება კანის ან სახის ულამაზო ნაწილების დაფარვა. პოზა მოვლილი ხელის გამოჩენის შესაძლებლობასაც ქმნის.
ასეთი სელფების გამოქვეყნება ცნობილმა ადამიანებმა Instagram-ზე უკვე 2016 წელს დაიწყეს.





