Pringles-ი ჩიფსების 200 წლის მარაგს გადასცემს მას, ვინც თავისი ფერფლის ბრენდის ქილაში მოთავსების ანდერძს დატოვებს
ტაბლოიდი

ფოტო: magnific
Pringles-ი ჩიფსების სამუდამო მარაგს საჩუქრად გადასცემს იმ ადამიანს, ვინც დათანხმდება, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი ბრენდის საფირმო ცილინდრულ ქილაში მოათავსონ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩიფსების ეს მარაგი დაახლოებით 200 წელს ეყოფა. პრიზის მისაღებად საჭიროა დაკრძალვის შესახებ აღნიშნული პუნქტი ოფიციალურად ჩაიწეროს ანდერძში. Pringles-ის ურნა ძვირფასი ლითონისგან არის დამზადებული და აქვს მოხსნადი სახურავი, რომელზეც ნებისმიერი გრავირების დატანაა შესაძლებელი.
ეს აქცია ფრედ ბორის ბიოგრაფიას უკავშირდება - სწორედ მან შექმნა ფორმირებული შეფუთვა, რომელიც წასახემსებლებს გატეხისა და ერთმანეთზე მიწებებისგან იცავს. კომპანია ამ ფორმატს 1966 წლიდან იყენებს. ბორი იმდენად აფასებდა თავის გამოგონებას, რომ განკარგულება გასცა, გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი სწორედ ასეთ ქილაში დაეკრძალათ. ნათესავებს გარდაცვლილის ნების შესრულება მოუწიათ და დამკრძალავ ბიუროში მიმავალ გზაზე ჩიფსების შეფუთვის მოსატანად მაღაზიაში შეიარეს. საბოლოოდ, ინჟინრის ფერფლის ნაწილი Pringles-ის ქილაში აღმოჩნდა, ხოლო დანარჩენი - ჩვეულებრივ ურნაში.





