20 დეკემბერი 2016, 15:07
Page Six
ბოჩელი ტრამპის ინაუგურაციაზე არ იმღერებს
ტაბლოიდი

ანდრეა ბოჩელი და დონალდ ტრამპი
გაზიარება
ანდრეა ბოჩელი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გამოსვლაზე უარს ამბობს, წერს Page Six-ი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბოჩელიმ აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციზე იმღეროს, რის შემდეგაც მომღერლის მისამართით სოციალურ ქსელებში კრიტიკის შემცველი პოსტები გაჩნდა.
Page Six-ის წყაროს ცნობით, ნეგატიური კომენტარებიდან გამომდინარე, ბოჩელიმ მიიღო გადაწყვეტილება, ინაუგურაციაზე არ გამოვიდეს.
სხვა წყაროს ცნობით, ეს მომღერალს თავად ტრამპმა სთხოვა.
ოფიციალური კომენტარი ჯერ არცერთ მხარეს გაუკეთებია.
ტრამპი ბოჩელის ფანია.





