12 ოქტომბერი 2026, 19:06
სპორტის მინისტრი ლეგენდარულ კალათბურთელს, დუაით ჰოვარდს შეხვდა
სპორტი

შალვა გოგოლაძე; დუაით ჰოვარდი
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
გაზიარება
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელს, დუაით ჰოვარდს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივასა და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს.
დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვებული და „All Star-ის“ რვაგზის მონაწილეა. ლეგენდარული კალათბურთელი საქართველოში „ბლექ ფორტრეს თბილისის“ შემადგენლობაში სათამაშოდ ჩამოვიდა.





