10 ოქტომბერი 2026, 11:45
ფარიკაობაში ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
სპორტი

შალვა გოგოლაძე და ზურაბ ცქიტიშვილი
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
გაზიარება
ფარიკაობაში ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველო ტურნირს, ისტორიაში პირველად, 9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს.
სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებითა და ფედერაციის შუამდგომლობით, ვეტერან მოფარიკავე ზურაბ ცქიტიშვილს „სპორტის რაინდის“ წოდება მიენიჭა. ჯილდო მას შალვა გოგოლაძემ გადასცა.
საზეიმო ნაწილში კვარტეტი „ეკო“ და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ნანინა“ მონაწილეობდნენ.





