11 ოქტომბერი 2026, 10:33
ხვიჩა კვარაცხელიამ „ლე მანს“ გაუტანა⚽
სპორტი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრაში, რომელშიც „პსჟ“ „ლე მანს“ მასპინძლობდა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მეტოქის კარი მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში, 61-ე წუთზე აიღო. ეს კვარაცხელიას პირველი გოლია ბოლო 11 მატჩის განმავლობაში.
შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ „პსჟ“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 11 ქულით მეხუთე ადგილზე.





