ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
სპორტი

ფოტო: რაგბის კავშირი
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, პირველად დიდი ნაკრების შეკრებაზე ტრავმებისა და თუ სხვა მიზეზების გამო, რამდენიმე ლიდერი ვერ გამოცხადდა. მწვრთნელებმა გაფართოებულ რაზმში 36 მორაგბეს უხმეს, რომელთაგან 10 უკეპო მოთამაშეა.
გამოძახებულთა შორისაა 29 წლის „უოსპსის“ ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელმაც ბორჯღალოსნებში ბოლოს თითქმის ორი წლის წინ, 2019 წლის მარტში რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა: „ზურას დიდი ხანია ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ მისი გამოცდილება წაგვადგება“ – ამბობს მაისაშვილი.
საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არიან: შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჭყოიძე, ზურაბ ჟვანია, უშანგი ჭეიშვილი, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, გიორგი მელიქიძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, გიორგი ჯავახია, დავით გიგაური, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ბექა საღინაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ირაკლი ცხადაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ნიკა სუხაშვილი, თორნიკე ჯალაღონია, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, მიხეილ ალანია, თედო აბჟანდაძე, ლუკა მატკავა, გიორგი ბაბუნაშვილი, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, აკა ტაბუცაძე, ოთარ ლაშხი, დემე თაფლაძე, მირიან მოდებაძე, თამაზ მჭედლიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, დავით ნინიაშვილი.
„შემოდგომის ერთა თასის“ მსგავსად, შეტევაზე ირლანდიელი ნილ დოკი იმუშავებს, რომლის მუშაობით მაისაშვილი კმაყოფილი დარჩა. ხაზთან იმუშავებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბესიკ ხამაშურიძე.
შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ორჯერ გადადებული მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.





