15 ოქტომბერი 2026, 12:23
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტი

კობა ქარუმიძე
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტრო
გაზიარება
ლას-ვეგასში ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ფინალში ინდოელი ვიშვაჯიტ რამჩანდრა მორი ანგარიშით 13:12 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.





