14 ოქტომბერი 2026, 11:05
გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ გაუტანა⚽
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე
ფოტო: Getty Images
გაზიარება
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მეორე ტურში ქართველი ფორვარდის „ვილიარეალმა“ საკუთარ სტადიონზე „ნაპოლი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ანგარიში 23-ე წუთზე სწორედ მიქაუტაძემ გახსნა. მან მოედანზე 64 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვალეს.
ყველა ტურნირზე გამართულ 10 შეხვედრაში წლევანდელ სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია. მომდევნო შეხვედრას „ვილიარეალი“ 17 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში „ელჩესთან“ გამართავს.





