თიკო ჯაფარიძე
სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მის უწყებას პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ მიმართა
სამართალი

ლონდოა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მის უწყებას პროცესში ჩართულმა პირმა მიმართა. მისი თქმით, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ მოგვმართა პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ. დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. თქვენ იცით, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ერთ და ორ კვირაში გამოძიება ვერ და არ სრულდება ობიექტური მიზეზების გამო. თუმცა ვმუშაობთ და როგორც კი შემაჯამებელი სურათი დაიხატება, მოგაწოდებთ ინფორმაციას”, - განაცხადა თოლორაიამ.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.





