21 ნოემბერი 2026, 19:34
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რეგიონი

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გაზიარება
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე რიონის ადიდების გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





