21 ნოემბერი 2026, 12:26
ქუთაისში სავარაუდოდ გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი ადამიანი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
რეგიონი

ფოტო: Facebook
გაზიარება
ქუთაისში ცოტა ხნის წინ საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, მან ხელზე დამწვრობა მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აქვე განაცხადეს, რომ საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა და ადგილზე მეხანძრე-მაშველების ჯგუფები მუშაობენ.





