გუდაურში ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა - გუდაურში მდებარე კაფე ,,ქუბის“ მფლობელი ნინო ხაჟომია
რეგიონი

ნინო ხაჟომია
ფოტო: ვიდეოკადრი
გუდაურში ვარ და საკუთარი თვალით ვხედავ, რა სამუშაოები მიმდინარეობს და როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუდაურში მდებარე კაფე „ქუბის“ მფლობელი ნინო ხაჟომია.
მისი თქმით, გუდაურს ახალი სასრიალო ტრასები შეემატება, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გაფართოება კი, კურორტის ბუნებრივ თოვლზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
„ეს ნიშნავს ახალ ტრასებს, ნაკლებ დამოკიდებულებას ბუნებრივ თოვლზე და უფრო კონკურენტუნარიან კურორტს. თუ გვინდა, რომ საქართველო რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე სათხილამურო ტურიზმის სერიოზული მოთამაშე გახდეს, ინფრასტრუქტურაში ინვესტირება აუცილებელია. ამისთვის კი, შესაბამისი ფინანსური რესურსიც უნდა არსებობდეს“, - წერს ნინო ხაჟომია.





