ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია
რეგიონი

გიორგი აბესაძე
ფოტო: ვიდეოკადრი
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ექიმის განცხადებით, მან სხეულის 12-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, ასევე აქვს მიმდინარე ქრონიკული დაავადებები. დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„პაციენტი, 74 წლის ქალი, შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება, ის მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა/მონიტორინგი უტარდება.
ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, ასევე აქვს თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს, ამიტომ ჯერ არ შემიძლია როგორ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - აღნიშნა ექიმმა გიორგი აბესაძემ.
აფეთქება ქუთაისში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. 5-სართულიანი კორპუსიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა სოკარ გაზმა. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტთან გეგმური შემოწმება ოქტომბერში ჩატარდა, რის შედეგადაც, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.





