ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სავარაუდოდ გაზის დაგროვების გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ ხუთსართულიან შენობას მდგრადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება
რეგიონი

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სავარაუდოდ გაზის დაგროვების გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული ხუთსართულიანი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, შენობას მდგრადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება.
მომხდარის გამო, დაახლოებით 15 ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანენ.
ქუთაისში დღეს საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.





