ბახტაძე: არ ვამბობ, რომ ქართული ოცნების კრიტიკა დაუშვებელია, მაგრამ ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას არჩევნების დროს მოქმედ რუსულ რბილ ძალაზე ილაპარაკა.
„წინასაარჩევნო პერიოდი არამხოლოდ რთული არამედ ამორალური და ბინძური იყო. როდესაც ვსაუბრობთ რუსულ რბილ ძალაზე, ეს პროპაგანდისტული მანქანა ეფუძნება საბჭოთა ტრადიციებს, მეტოქეს დააბრალო ის, რაც ჩაიდინე შენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ადანაშაულებდა ღალატში, რუსეთის ფედერაციასთან გარკვეულ გარიგებაში, ამ დროს კი დავინახეთ, რომ მათი პოლიტიკური სახე და ერთ-ერთი წამყვანი ე.წ პოლიტიკოსი მოსკოვში ჩადის და ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების წინაშე სცენაზე გამოდის“, - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის თქმით, ოპოზიციური ძალის მიერ ჩადენილი ქმედებები აზიანებდა ეროვნულ ინტერესებს და ამისათვის ავრცელდებდა ყალბ ამბებს.
„არ ვსაუბრობ რომ ქართლი ოცნების კრიტიკა დაუშვებელია თუმცა ეროვნული ინტერესებზე მაღლა არაფერი დგას. ქართული ჯარი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, უპასუხისმგელო ოპოზიციონერები კი ცდილობდნენ მათ პოლიტიკურ საქმეში ჩარევას“, - ამბობს მამუკა ბახტაძე.





