გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებს გამოეხმაურა.
„არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“, - აღნიშნა მან.
საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.





