გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელმაც კაცობრიობის წინაშე მასობრივი დანაშაული ჩაიდინა. ის, რაც მე ვიცი, ის, რაც მე ვნახე
პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა
იმედი/ვიდეოკადრი
„ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელმაც კაცობრიობის წინაშე მასობრივი დანაშაული ჩაიდინა. ის, რაც მე ვიცი, ის, რაც მე ვნახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია და „ლელო“ არასოდეს ყოფილან პოლიტიკური პარტიები.
„ნაციონალური მოძრაობა“, მათი აკრძალვა კი არა, ყველა ის ადამიანი, რომელიც დღემდე უჭერს მხარსვ სამართალშია მისაცემი. ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელმაც კაცობრიობის წინაშე მასობრივი დანაშაული ჩაიდინა. ის, რაც მე ვიცი, ის, რაც მე ვნახე. მაგათ არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში, ასევე ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მათთან იყო დაკავშირებული, პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ. ეს ადგილი უნდა გათავისუფლდეს ახალი ძალებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და არა დანაშაულში, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობაა“ ჩაფლული პირველივე დღიდან“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.





