ირაკლი შატაკიშვილი: ვისაც მცდელობა ექნება, რომ ჩაერიოს სუვერენულ პროცესებში, ჩემი მოწოდება იქნება, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს
პოლიტიკა

ირაკლი შატაკიშვილი
საქართველოს პარლამენტი
ვისაც მცდელობა ექნება, რომ ჩაერიოს სუვერენულ პროცესებში, ჩემი მოწოდება იქნება, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებების განხილვისას.
დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ყველაზე მაღალი ინსტანციაა და მასზე ზემოქმედება ყოვლად დაუშვებელია.
„მე თავს ვიკავებ შეფასებები გავაკეთო სასამართლოს მიერ მომავალში მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ამ დროს ვხედავთ პირდაპირ გარე ჩარევას და ზეწოლას. საკონსტიტუციო სასამართლო ინსტანციურად უმაღლესი ინსტანციაა, ეს ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.





