გოგა ხაინდრავა: საფრანგეთში ჯარი გამოიყვანეს ქუჩაში. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში აქციების დროს ჯარი რომ გამოეყვანათ? აგვაფეთქებდნენ ალბათ
პოლიტიკა

გიორგი ხაინდრავა
იმედი/ვიდეოკადრი
საფრანგეთში ჯარი გამოიყვანეს ქუჩაში. თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში აქციების დროს ჯარი რომ გამოეყვანათ? აგვაფეთქებდნენ ალბათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ ევროპელი პოლიტიკოსების ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ევროპამ უკანასკნელი წლები სიცრუეში გაატარა და ამის შედეგია ის, რაც ახლა ხდება.
„დაიკარგა ორიენტირები. ეს ნიშანდობლივია. აქეთკენ მიდიოდა ევროპა. უკანასკნელი წლები სიცრუეშია გატარებული. მოიგონეს დემოკრატია და ადამიანის უფლებები იმ სამყაროში, სადაც ეს არასოდეს არსებობდა, დეკლარაცია იყო მხოლოდ ამისი. 1959 წელს ბრიუსელში ადამიანების ზოოპარკი იყო. შეუძლებელია, რომ ამას არ ჰქონოდა ასეთი გაგრძელება. შედეგიც აშკარაა. არ შეიძლება საზოგადოება სულ სიცრუეში ცხოვრობდეს. იქ, სადაც დაკარგულია მორალი, შედეგი არის ისეთი, რაც მივიღეთ“, - აღნიშნა ხაინდრავამ.





