ნინო წილოსანი ევრობიუროკრატებზე: როგორც აღმოჩნდა, მათთვის არც კანონის უზენაესობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუციების პატივისცემა არსებობს, რადგან უკვე მერამდენე დღეა ვხედავთ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში
პოლიტიკა

ნინო წილოსანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
უკვე მერამდენე დღეა მათი მხრიდან ვხედავთ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევის მოთხოვნით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებების შეფასებისას.
„როგორც აღმოჩნდა, მათთვის არც კანონის უზენაესობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუციების პატივისცემა არსებობს, რადგან უკვე მერამდენე დღეა მათი მხრიდან ვხედავთ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას, უხეშ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, ზეწოლას, რომელიც მათი ამ განცხადებებით ნათელია და რაც მთავარია, სრულიად უსაფუძვლოა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.





